კომპანიის შესახებ
შპს კერე (Glass Hub) 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს მინის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სფეროში მოქმედ კომპანიას. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მინის ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში
დღემდე კერეს 70,000 ტონაზე მეტი მინის ნარჩენი აქვს შეგროვებული და გადამუშავებული. კომპანია საქმიანობას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს და თანამშრომლობს ბიზნესთან, მუნიციპალიტეტებთან და საზოგადოებასთან, მინის ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებისა და გადამუშავების კულტურის გაძლიერების მიზნით.
როგორც CERMA-ს წევრი, „კერე“ ცირკულარული ეკონომიკის ეკოსისტემის ნაწილია, პლატფორმა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას განავითაროს ახალი პარტნიორობები, გააზიაროს გამოცდილება და მონაწილეობა მიიღოს ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან მართვას, ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებასა და ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებას საქართველოში.
წევრის ინფორმაცია
| კატეგორია | Premium Member |
| სექტორი | Information Technology |
| Website | https://example.com |
| https://www.facebook.com/profile.php?id=61559440269571 |

