ვინ ვართ?
ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია (CERMA) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ მრავალსექტორულ ბიზნეს ასოციაციას, რომელიც ქმნის სივრცეს პასუხისმგებელი ბიზნესის, საჯარო სექტორის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობისთვის.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ისეთი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებას, სადაც ცირკულარული ეკონომიკა, ESG, რესურსების ეფექტიანი მართვა და ინოვაცია ბიზნესის კონკურენტუნარიანობისა და გრძელვადიანი განვითარების საფუძველია.
CERMA არის თანამშრომლობასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება ბიზნესს თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.
რატომ CERMA?
მისია
ვიყოთ ცვლილებების სისტემური კატალიზატორი საქართველოში — გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ პასუხისმგებელი ბიზნესი, რათა ცირკულარული ეკონომიკა, რესურსების ეფექტიანი მართვა, ESG და ინოვაცია იქცეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად.
ხედვა
გვჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ცირკულარული ეკონომიკის რეგიონული ცენტრი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად CERMA აერთიანებს ბიზნესს, საჯარო სექტორს, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ერთად შევქმნათ ინოვაციური, რესურსეფექტიანი და მდგრადი ეკონომიკა.
ღირებულებები
სტრატეგიული მიზნები
როგორ ვმუშაობთ
CERMA-ს სამუშაო მოდელი ეფუძნება თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებასა და პარტნიორულ ეკოსისტემას. ეს მიდგომა ქმნის სივრცეს ბიზნესისთვის, ექსპერტებისთვის, საჯარო სექტორისთვის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რათა განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკა, გაძლიერდეს თანამშრომლობა და შეიქმნას ახალი შესაძლებლობები.
ორგანიზაციული სტრუქტურა
CERMA ფუნქციონირებს წევრობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით. ორგანიზაციის მმართველობა ხორციელდება საერთო კრების, გამგეობისა და თავმჯდომარის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს წევრთა ჩართულობასა და ორგანიზაციის ეფექტიან მართვას.
ჩვენი გუნდი
CERMA-ს გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს ბიზნესის განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, ESG-ის, გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვის მიმართულებებით. გუნდის მრავალსექტორული გამოცდილება ქმნის საფუძველს ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული, პრაქტიკული და სისტემური გადაწყვეტილებებისთვის.
„ცვლილებები იწყება თანამშრომლობიდან.”


ანა ცხადაძეს აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნესის განვითარების, სტრატეგიული მართვის, პროექტების მართვისა და კომუნიკაციების მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ბიზნესისა და საინვესტიციო პროექტების განვითარებას, გარემოსდაცვით და მდგრადობის ინიციატივებს, ბიზნეს ინტერესების ადვოკატირებასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას.
აკაკი ჩიქვინიძეს აქვს 10 წელზე მეტი მენეჯერული გამოცდილება ცირკულარული ეკონომიკის, გადამუშავების ინდუსტრიისა და ბიზნეს ტრანსფორმაციის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ცირკულარული ბიზნეს მოდელების განვითარებას, რესურსების ეფექტიან მართვას, გადამუშავებისა და ნარჩენების მართვის სისტემებს, მწვანე ინვესტიციებსა და ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკის საკითხებს.
ნინო დვალიშვილს აქვს 17 წელზე მეტი გამოცდილება ESG-ის, მდგრადი განვითარების, სტრატეგიული მართვისა და ფინანსების მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ESG სტრატეგიასა და ანგარიშგებას, მდგრად ფინანსებს, კორპორაციული სისტემების განვითარებასა და საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტებთან შესაბამისობას.
გიორგი გულიაშვილს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი შესაბამისობისა და მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებას, გარემოსდაცვით შესაბამისობას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მართვას.