მდგრადობის მეცნიერების აკადემია (SSA) CERMA-ს ასოცირებული აკადემიური წევრი გახდა

Categories: განათლება და ცოდნაPublished On: July 10th, 2026

მდგრადობის მეცნიერების აკადემია (SSA) CERMA-ს შეუერთდა როგორც ასოცირებული აკადემიური წევრი.

CERMA-სთვის აკადემიური სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და ბიზნესის საჭიროებების დასაკავშირებლად. SSA-ს წევრობა CERMA-ს ეკოსისტემას ამდიდრებს საგანმანათლებლო რესურსებითა და მდგრადი განვითარების მიმართულებით პროფესიული კომპეტენციით.

თანამშრომლობა CERMA-ს წევრი ორგანიზაციებისთვის ქმნის შესაძლებლობას, ისარგებლონ აკადემიის სასერტიფიკატო პროგრამებზე პარტნიორული პირობებით, გაიძლიერონ პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები, ჩაერთონ ექსპერტებთან ცოდნისა და გამოცდილების გაცვლაში და უკეთ გაეცნონ მდგრადი განვითარების თანამედროვე პრაქტიკას.

SSA-ს ჩართულობა ხელს უწყობს CERMA-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს — შექმნას ეკოსისტემა, სადაც ბიზნესის ტრანსფორმაციას მხარს უჭერს შესაბამისი ცოდნა, პროფესიული განათლება და პრაქტიკული ექსპერტიზა.

პოსტის გაზიარება