საქართველოში ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია — CERMA შეიქმნა

15 თებერვალი, 2026

საქართველოში შეიქმნა ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია — CERMA, რომლის მიზანია ბიზნესის მხარდაჭერა ცირკულარული და რესურსეფექტიანი ტრანსფორმაციის პროცესში.

CERMA აერთიანებს სხვადასხვა სექტორის კომპანიებს, პროფესიულ და ბიზნესასოციაციებს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. პლატფორმა ქმნის სივრცეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, სექტორული თანამშრომლობისთვის და პრაქტიკული გადაწყვეტილებების განვითარებისთვის.

ასოციაციის საქმიანობა მოიცავს ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსეფექტიანობის, გარემოსდაცვითი შესაბამისობის, ESG-ისა და მდგრადი განვითარების, პროფესიული ცოდნის, პარტნიორობებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს.

CERMA-ს ხედვაა შექმნას ძლიერი ეკოსისტემა, სადაც ბიზნესი მიიღებს წვდომას საჭირო ექსპერტიზაზე, პარტნიორულ ქსელებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარების შესაძლებლობებზე — ცირკულარული ტრანსფორმაციის რეალურ ბიზნესპრაქტიკად გადასაქცევად.

პოსტის გაზიარება