ცოდნის ჰაბი
რეგულაციები
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის საკანონმდებლო ჩარჩო.
აქ თავმოყრილია საქართველოსა და ევროკავშირის ძირითადი რეგულაციები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესის გარემოსდაცვით ვალდებულებებზე, ნარჩენებისა და რესურსების მართვაზე, პროდუქტის მოთხოვნებსა და ცირკულარულ ტრანსფორმაციაზე. CERMA-ს განმარტებები მომხმარებელს ეხმარება სწრაფად დაინახოს, ვის ეხება კონკრეტული რეგულაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის.
♻️
ნარჩენების მართვა
ნარჩენების მართვის ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო და ბიზნესის ვალდებულებები ნარჩენების აღრიცხვის, კლასიფიკაციის, შენახვისა და მართვის მიმართულებით.
🔄
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ)
მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვალდებულებები სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, აღდგენისა და რეციკლირების მიმართულებით.
📦
შეფუთვა და პლასტიკი
პლასტიკის, ერთჯერადი პროდუქციისა და სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი მასალების წარმოებასთან, იმპორტსა და გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
🌿
გარემოსდაცვითი შესაბამისობა
გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, პასუხისმგებლობა და ბიზნესის შესაბამისობის ძირითადი მოთხოვნები.
🏭
სამრეწველო საქმიანობა და ემისიები
სამრეწველო ემისიები, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, BAT და საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი მოთხოვნები.
🇪🇺
ევროპული რეგულაციები
ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართულ ბიზნესთან და EU ბაზართან დაკავშირებული კომპანიებისთვის.
♻️ ნარჩენების მართვა
ნარჩენების მართვის ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო და ბიზნესის ვალდებულებები ნარჩენების პრევენციის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, შენახვისა და მართვის მიმართულებით.
მოქმედი საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ნარჩენების მართვის იერარქიას, ნარჩენების წარმომქმნელისა და მფლობელის ვალდებულებებს, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ნარჩენების მართვის გეგმას, მგვ-ს და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ სხვა ძირითად მოთხოვნებს.
განახლებული • 2025 დადგენილება №422 | 11.08.2015
განსაზღვრავს ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესს და იმ სუბიექტებს, რომლებსაც შესაბამისი მონაცემების ელექტრონულად წარდგენა ევალებათ. 2025 წლის ცვლილებით განახლდა პასუხისმგებელი უწყება და WMS სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
განახლებული • 2025 დადგენილება №426 | 17.08.2015
ადგენს ნარჩენების კოდებს, კლასიფიკაციის წესს, სახიფათო თვისებების განსაზღვრას და პირველადი ინვენტარიზაციის მოთხოვნებს. 2025 წლის ცვლილებებით განახლდა სააგენტოში დოკუმენტაციის წარდგენისა და კლასიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
მოქმედი დადგენილება №145 | 29.03.2016
ადგენს სახიფათო ნარჩენების შეგროვების, შეფუთვის, ეტიკეტირების, დროებითი შენახვის, მიკვლევადობისა და დამუშავების სპეციალურ მოთხოვნებს.
განახლებული • 2026 დადგენილება №605 | 29.12.2017
არეგულირებს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტებისა და ცხოველური ნარჩენების მართვას და შესაბამის ბიზნესოპერატორთა მოთხოვნებს. აქტში 2025–2026 წლებში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები; 2026 წლის ივლისის ცვლილებით ძირითადი მოთხოვნების ნაწილის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისამდე გადაიწია, ხოლო გარკვეული დროებითი განკარგვის წესები ცალკე ვადებით მოქმედებს.
🔄 მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ)
მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვალდებულებები სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, აღდგენის, რეციკლირებისა და მართვის მიმართულებით.
მოქმედი №326 | 25.05.2020
ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის ადგენს მგვ-ის მოთხოვნებს და შესაბამისი ნარჩენების შეგროვებისა და მართვის წესებს.
მოქმედი №324 | 25.05.2020
ადგენს ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლების/იმპორტიორების მგვ ვალდებულებებს, რეგისტრაციას, შეგროვებასა და ნარჩენების მართვის მოთხოვნებს.
მოქმედი №325 | 25.05.2020
არეგულირებს საბურავების მგვ სისტემას, ნარჩენი საბურავების შეგროვებას, აღდგენასა და რეციკლირებას.
მოქმედი №327 | 25.05.2020
ადგენს ზეთების მწარმოებლებისა და იმპორტიორების მგვ ვალდებულებებს და ნარჩენი ზეთების შეგროვების, რეგენერაციის, აღდგენისა და მართვის წესებს.
მოქმედი მინისტრის ბრძანება №2-668 | 30.07.2024
ადგენს ოთხი მოქმედი მგვ ნაკადისთვის სამიზნე მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიას.
📦 შეფუთვა და პლასტიკი
პლასტიკის, ერთჯერადი პროდუქციისა და სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი მასალების წარმოებასთან, იმპორტსა და გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მოქმედი დადგენილება №472 | 14.09.2018
ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
განახლებული • 2026 დადგენილება №304 | 08.06.2022
არეგულირებს სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების უსაფრთხოებასა და ბაზარზე განთავსების მოთხოვნებს. აქტში 2025–2026 წლებში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ახალი • 2026 №304 რეგლამენტის ცვლილებები | დადგენილება №303
2026 წლის ცვლილებები მოიცავს სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი გარკვეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქციის შეზღუდვებს. საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებით მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია 2027 წლის 1 იანვრამდე, ხოლო პლასტმასის ერთჯერადი ჭიქებით — 2027 წლის 1 ივლისამდე.
🌿 გარემოსდაცვითი შესაბამისობა
გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, პასუხისმგებლობა და ბიზნესის შესაბამისობის ძირითადი მოთხოვნები.
განახლებული • 2026 საქართველოს კანონი
არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ), სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, სკრინინგსა და სკოპინგს, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, საზოგადოების მონაწილეობასა და შესაბამის პროცედურებს.
განახლებული • 2026 საქართველოს კანონი
ადგენს გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას „დამბინძურებელი იხდის” პრინციპის საფუძველზე და არეგულირებს მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციას, შერბილებას, გამოსასწორებელ ღონისძიებებსა და ანაზღაურებას.
🏭 სამრეწველო საქმიანობა და ემისიები
სამრეწველო ემისიები, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT) და საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი მოთხოვნები.
აქტუალური • 2026 საქართველოს კანონი
ადგენს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის რეჟიმს. კანონი მოიცავს ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენციასა და კონტროლს, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, მონიტორინგსა და საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას (BAT).
🇪🇺 ევროპული რეგულაციები
ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია EU ბაზარზე მომუშავე ან ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების პროცესში მყოფი ქართული ბიზნესისთვის.
EU • მოქმედი შეფუთვა
ევროკავშირის ახალი შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების რეგულაცია. მოიცავს შეფუთვის პრევენციას, რეციკლირებადობას, ხელახალ გამოყენებას, რეციკლირებული მასალის მოთხოვნებს, ეტიკეტირებასა და მწარმოებლის პასუხისმგებლობას.
EU • მოქმედი პროდუქტი
ქმნის ჩარჩოს მდგრადი პროდუქტების ეკოდიზაინის მოთხოვნებისთვის და ითვალისწინებს ციფრულ პროდუქტის პასპორტს, პროდუქტის გამძლეობის, შეკეთებადობის, რესურსეფექტიანობისა და სხვა ცირკულარული მახასიათებლების მოთხოვნებს.
EU • მოქმედი ბატარეები
ადგენს ბატარეების მდგრადობის, უსაფრთხოების, მარკირების, ინფორმაციის, მგვ-ის, შეგროვებისა და ნარჩენი ბატარეების დამუშავების მოთხოვნებს.
EU • მოქმედი ნარჩენები
ევროკავშირის ნარჩენების პოლიტიკის ძირითადი ჩარჩოა: ნარჩენების იერარქია, „დამბინძურებელი იხდის”, მგვ და ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპები.
EU • მოქმედი ერთჯერადი პლასტიკი
ადგენს გარკვეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქციის მოხმარების შემცირების, ბაზარზე განთავსების შეზღუდვის, პროდუქტის დიზაინის, მარკირებისა და მგვ მოთხოვნებს.
გჭირდებათ რეგულაციის პრაქტიკული განმარტება?
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ ვრცელდება კონკრეტული გარემოსდაცვითი ან ცირკულარული ეკონომიკის მოთხოვნა თქვენს ბიზნესზე, დაგვიკავშირდით.
