CERMA და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (EECG) თანამშრომლობას აძლიერებენ

CERMA-მ და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველომ (EECG) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და პარტნიორობის ახალი ეტაპი დაიწყეს.

თანამშრომლობის საფუძველია ორი ორგანიზაციის ექსპერტიზის გაერთიანება ენერგოეფექტურობის, ცირკულარული ეკონომიკის, რესურსების მართვისა და გარემოსდაცვითი მმართველობის მიმართულებებით. პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობას, ბიზნესის საჭიროებები დაუკავშირდეს ენერგოეფექტურობის პრაქტიკულ შეფასებასა და შესაბამის პროფესიულ სერვისებს.

CERMA-ს ეკოსისტემაში ჩართული კომპანიებისთვის ეს თანამშრომლობა ნიშნავს დამატებით წვდომას ენერგოეფექტურობის მიმართულებით გამოცდილებასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე, რაც ბიზნესს ეხმარება რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციაში, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

პარტნიორობა აძლიერებს CERMA-ს მიდგომას, რომლის მიხედვითაც ცირკულარული ტრანსფორმაცია ერთმანეთთან აკავშირებს რესურსეფექტიანობას, ენერგოეფექტურობასა და ბიზნესის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.

პოსტის გაზიარება