ღონისძიებები

CERMA-ს შეხვედრა Business Hub Georgia-ს წევრ ბიზნესებთან

22 აპრილს, Afisha Hotel-ში, Business Hub Georgia-ს ორგანიზებით გამართულ ბიზნესშეხვედრაში 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრაზე CERMA-ს თავმჯდომარემ, ანა ცხადაძემ ბიზნესს გააცნო ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკული შესაძლებლობები და ის ცვლილებები, რომლებიც გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და რესურსების ეფექტიანი მართვის მიმართულებით ქართულ კომპანიებს უშუალოდ ეხება..

საუბარი შეეხო ნარჩენებისა და რესურსების მართვას, მიმდინარე და მოსალოდნელ რეგულაციებს, პრაქტიკულ მიდგომებს, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს ცირკულარული მიდგომების გამოყენება ხარჯების შესამცირებლად, პროცესების გასაუმჯობესებლად და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

შეხვედრა ასევე დაეთმო ბიზნესის რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე მსჯელობას. მონაწილე კომპანიებთან დიალოგმა გამოკვეთა მიმართულებები, სადაც CERMA-ს ცოდნა, პარტნიორული ქსელი და პრაქტიკული მხარდაჭერა ბიზნესისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

ღონისძიების დეტალები

თარიღი

ადგილი

Afisha Hotel, თბილისი

გაზიარება

სხვა ღონისძიებები