ღონისძიებები
CERMA საერთაშორისო კონფერენციაზე — ESG და მდგრადი ბიზნესი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე CERMA-ს სახელით მონაწილეობდა ნინო დვალიშვილი, CERMA-ს ბორდის წევრი და ESG მიმართულების ხელმძღვანელი.
კონფერენცია შეეხებოდა მდგრადი განვითარების, ESG-ის, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური განვითარების აქტუალურ საკითხებს. ნინო დვალიშვილმა ისაუბრა ESG-ის საერთაშორისო ჩარჩოებზე, თანამედროვე სტანდარტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ ქართულ ბიზნესს საერთაშორისო ბაზრებთან და გლობალურ მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის აძლევს.



