CERMA აფართოებს რეგიონულ თანამშრომლობას სომხეთსა და მოლდოვაში
20 მარტი, 2026

CERMA-მ თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა სომხეთის CirculUP!-თან და მოლდოვის e-Circular-თან, რითაც რეგიონული ცირკულარული თანამშრომლობის ქსელი გააფართოვა.
თანამშრომლობის მიზანია ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის გაძლიერება, ბიზნესისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი პროექტების განვითარება. პარტნიორობა ასევე ქმნის შესაძლებლობას, სამივე ქვეყნის ორგანიზაციებმა ერთმანეთს გაუზიარონ რესურსების ეფექტიანი მართვის პრაქტიკული მიდგომები და ბიზნესისთვის საინტერესო გადაწყვეტილებები.
CERMA-სთვის რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაცვლის, ისე ახალი პროფესიული და ბიზნესკავშირების განვითარების თვალსაზრისით. CirculUP!-თან და e-Circular-თან პარტნიორობა ქმნის საფუძველს ისეთი ერთობლივი ინიციატივებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკულ დანერგვას და ბიზნესის უფრო აქტიურ ჩართულობას რეგიონში.



