CERMA-სა და Safety Academy-ს შორის პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

26 ივნისი, 2026

CERMA-სა და Safety Academy-ს შორის პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პარტნიორობის მიზანია ბიზნესისთვის საჭირო პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების განვითარება, პრაქტიკული განათლების ხელშეწყობა და CERMA-ს ეკოსისტემაში ჩართული ორგანიზაციებისთვის შესაბამის საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე წვდომის გაფართოება.

თანამშრომლობა უკავშირდება გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის, შესაბამისობის, შრომის უსაფრთხოების, ESG-ისა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სხვა პროფესიულ მიმართულებებს. მხარეები გეგმავენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამებისა და ტრენინგების ხელშეწყობას.

CERMA-სთვის პროფესიული განათლება ცირკულარული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილია: ახალი რეგულაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადი ბიზნესმოდელების დანერგვას შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები სჭირდება. Safety Academy-სთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით CERMA-ს წევრებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.

პოსტის გაზიარება