CERMA ECOMONDO-ს რეგიონული პარტნიორი გახდა
5 მაისი, 2026

ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია — CERMA ECOMONDO-ს რეგიონული პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის საერთაშორისო გამოცდილებასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ევროპულ ბიზნესქსელებთან დაკავშირებას.
ECOMONDO ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმწოდებლებს, პროფესიულ და სექტორულ ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და საჯარო ინსტიტუტებს.
რეგიონული პარტნიორობის ფარგლებში CERMA ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების ჩართულობას ECOMONDO-ს საერთაშორისო ეკოსისტემაში, თანამედროვე ცირკულარული და რესურსეფექტიანი გადაწყვეტილებების გაცნობას, პროფესიული და საქმიანი კავშირების განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას.
თანამშრომლობა CERMA-ს წევრებსა და პარტნიორ კომპანიებს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, საერთაშორისო გამოცდილება და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები დაუკავშირონ საკუთარ ბიზნესსაჭიროებებს და განავითარონ ახალი თანამშრომლობები ევროპულ კომპანიებთან.
