ECOMONDO 2026 — ქართული ბიზნესდელეგაცია რიმინიში
CERMA, როგორც ECOMONDO-ს რეგიონული პარტნიორი საქართველოში, 10 სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს ქართულ ბიზნესდელეგაციაში, რომელიც 2026 წლის ნოემბერში რიმინიში გამართულ ECOMONDO-ს საერთაშორისო გამოფენას ეწვევა.
პროექტის შესახებ
ECOMONDO მწვანე, ლურჯი და ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენა და ბიზნესპლატფორმაა ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. რიმინიში გამართული ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს ტექნოლოგიების მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს, ბიზნესს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და საჯარო სექტორს და წარმოადგენს გადაწყვეტილებებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების, წყლის, ბიოენერგიის, რესურსების აღდგენისა და სხვა გარემოსდაცვითი მიმართულებებით.
CERMA-ს რეგიონული პარტნიორობა ECOMONDO-სთან ქმნის შესაძლებლობას, ქართული ბიზნესი ამ საერთაშორისო პლატფორმაში მიზნობრივად ჩაერთოს. დელეგაციის წევრები შეირჩნენ იმ საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების მიხედვით, რომლებიც CERMA-მ ბიზნესთან მუშაობის პროცესში გამოავლინა — ახალი გარემოსდაცვითი მოთხოვნების, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ცირკულარულ მოდელებზე გადასვლის კონტექსტში.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია ECOMONDO-ს საერთაშორისო პლატფორმა გამოყენებულ იქნეს საქართველოს ბიზნესის კონკრეტული საჭიროებებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების, გადაწყვეტილებებისა და პარტნიორების მოსაძიებლად.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ნარჩენების შემცირების, შეგროვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიებს, რესურსების ხელახალი გამოყენებისა და აღდგენის შესაძლებლობებს, ცირკულარულ ბიზნესმოდელებსა და ინოვაციურ საწარმოო გადაწყვეტილებებს. დაგეგმილია შეხვედრები ტექნოლოგიების მწარმოებლებთან და მიმწოდებლებთან, რათა შეფასდეს მათი საქართველოში დანერგვისა და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
თითოეული მონაწილე ორიენტირებული იქნება იმ ტექნოლოგიებსა და კომპანიებზე, რომლებიც მის სექტორში კონკრეტული პრობლემის გადაჭრის, ან ახალი ბიზნესშესაძლებლობის შექმნის პოტენციალს წარმოადგენს.
