• საქართველოს რითეილ ასოციაცია

    ქვეყანა:
    საქართველო

    საქმიანობა:
    საცალო ვაჭრობა და სექტორული ბიზნეს თანამშრომლობა

    თანამშრომლობა CERMA-სთან :
    CERMA-სა და საქართველოს რითეილ ასოციაციის თანამშრომლობა ქმნის პირდაპირ კავშირს ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობებსა და რითეილ სექტორის პრაქტიკულ საჭიროებებს შორის. პარტნიორობის ფარგლებში ასოციაციის წევრ ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ CERMA-ს პროფესიული მხარდაჭერა გარემოსდაცვითი რეგულაციების, ნარჩენებისა და რესურსების მართვის, ESG-ისა და ცირკულარული ბიზნეს პრაქტიკის მიმართულებით, ჩაერთონ თემატურ შეხვედრებსა და ერთობლივ ინიციატივებში და ისარგებლონ CERMA-ს პარტნიორული ეკოსისტემის შესაძლებლობებით.

  • ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (EECG)

    ქვეყანა:
    საქართველო

    საქმიანობა:
    ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია და რესურსეფექტურობა Energy Efficiency, Renewable Energy & Resource Efficiency

    თანამშრომლობა CERMA-სთან :
    EECG CERMA-ს პარტნიორულ ეკოსისტემას აძლიერებს ენერგოეფექტურობისა და რესურსეფექტურობის მიმართულებით. თანამშრომლობა CERMA-სთან ასოცირებულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ წვდომა ცენტრის პროფესიულ კომპეტენციაზე — მათ შორის ენერგოეფექტურობის შეფასებასა და აუდიტზე, ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციაზე, განახლებადი ენერგიისა და რესურსეფექტური გადაწყვეტილებების მიმართულებით — და ჩაერთონ შესაბამის პროგრამებსა და ერთობლივ ინიციატივებში.

  • უსაფრთხოების აკადემია

    ქვეყანა:
    საქართველო

    საქმიანობა:
    პროფესიული განათლება, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და მდგრადობა

    თანამშრომლობა CERMA-სთან :
    უსაფრთხოების აკადემია CERMA-ს ეკოსისტემაში პროფესიული განათლებისა და კომპეტენციების განვითარების პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში CERMA-ს წევრებს სპეციალური პარტნიორული პირობებით შეუძლიათ ისარგებლონ აკადემიის პროფესიული პროგრამებითა და ტრენინგებით გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი შესაბამისობის, შრომის უსაფრთხოების, ESG-ისა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებებით.

  • Wasteless – საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია

    ქვეყანა:
    საქართველო

    საქმიანობა:
    მგვ და სპეციფიკური ნარჩენების მართვა

    თანამშრომლობა CERMA-სთან :
    CERMA-სა და Wasteless-ის თანამშრომლობა ფოკუსირებულია მგვ სისტემების პრაქტიკულ განვითარებაზე, სპეციფიკური ნარჩენების სწორ მართვასა და ბიზნესის ჩართულობის გაძლიერებაზე. ორგანიზაციები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, პრაქტიკულ ინფორმაციასა და მონაცემებს და ერთობლივად მუშაობენ პრაქტიკული მიდგომებისა და სახელმძღვანელო ინსტრუმენტების განვითარებაზე, რომლებიც ბიზნესს მგვ სისტემებში ეფექტიან ჩართულობასა და შესაბამისი ვალდებულებების უკეთ მართვაში ეხმარება. თანამშრომლობა ხელს უწყობს რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებასა და ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებას.

  • თეგეტა გრინ პლანეტ

    ქვეყანა:
    საქართველო

    საქმიანობა:
    მგვ და სპეციფიკური ნარჩენების მართვა

    თანამშრომლობა CERMA-სთან :
    CERMA და „თეგეტა გრინ პლანეტ“ თანამშრომლობენ მგვ სისტემების, სპეციფიკური ნარჩენების მართვისა და ბიზნესის ცირკულარულ პროცესებში ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში ორგანიზაციები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, პრაქტიკულ ინფორმაციასა და მონაცემებს, ავითარებენ ერთობლივ ინიციატივებს და ბიზნესს ეხმარებიან ნარჩენების მართვის მოთხოვნებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში. თანამშრომლობა ასევე ქმნის პროფესიულ კავშირებსა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისათვის.

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

    ქვეყანა:
    საქართველო

    საქმიანობა:
    იურიდიული პროფესია და პროფესიული განვითარება

    თანამშრომლობა CERMA-სთან :
    CERMA-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობა აკავშირებს იურიდიულ და ბიზნეს სექტორებს ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობას ადვოკატებისთვის გაიღრმაონ ცოდნა გარემოსდაცვითი სამართლის, ESG-ის, ცირკულარული ეკონომიკისა და ბიზნესზე მოქმედი ახალი რეგულაციების მიმართულებით, ხოლო CERMA-ს ეკოსისტემისთვის — გააძლიეროს სამართლებრივი კომპეტენცია და პროფესიული დიალოგი ბიზნესისა და იურიდიული საზოგადოების მონაწილეობით.

  • GEMA – გარემოსდაცვითი მენეჯერების ასოციაცია

    ქვეყანა:
    საქართველო

    საქმიანობა:
    გარემოსდაცვითი მენეჯმენტი, პროფესიული განვითარება და რეგულაციების პრაქტიკული შესრულება

    თანამშრომლობა CERMA-სთან :
    GEMA CERMA-ს პარტნიორულ ეკოსისტემაში გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პროფესიული კომპეტენციების მიმართულებას აძლიერებს. თანამშრომლობა ფოკუსირებულია გარემოსდაცვითი მენეჯერების პროფესიულ განვითარებაზე, ბიზნესში გარემოსდაცვითი მართვის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რეგულაციების პრაქტიკული შესრულების ხელშეწყობასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პროფესიული დიალოგის გაძლიერებაზე. პარტნიორობა ხელს უწყობს ბიზნესის პრაქტიკული გამოწვევებისა და საჭიროებების პროფესიულ და პოლიტიკის დიალოგში უკეთ წარმოჩენას.