პარტნიორის შესახებ
CERMA და „თეგეტა გრინ პლანეტ“ თანამშრომლობენ მგვ სისტემების, სპეციფიკური ნარჩენების მართვისა და ბიზნესის ცირკულარულ პროცესებში ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში ორგანიზაციები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, პრაქტიკულ ინფორმაციასა და მონაცემებს, ავითარებენ ერთობლივ ინიციატივებს და ბიზნესს ეხმარებიან ნარჩენების მართვის მოთხოვნებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში. თანამშრომლობა ასევე ქმნის პროფესიულ კავშირებსა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისათვის.

