პარტნიორის შესახებ
CERMA-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობა აკავშირებს იურიდიულ და ბიზნეს სექტორებს ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობას ადვოკატებისთვის გაიღრმაონ ცოდნა გარემოსდაცვითი სამართლის, ESG-ის, ცირკულარული ეკონომიკისა და ბიზნესზე მოქმედი ახალი რეგულაციების მიმართულებით, ხოლო CERMA-ს ეკოსისტემისთვის — გააძლიეროს სამართლებრივი კომპეტენცია და პროფესიული დიალოგი ბიზნესისა და იურიდიული საზოგადოების მონაწილეობით.

