პარტნიორის შესახებ
ECOMONDO ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმწოდებლებს, პროფესიულ და სექტორულ ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და საჯარო ინსტიტუტებს.
რეგიონული პარტნიორობის ფარგლებში ქართულ ბიზნესს CERMA-ს გავლით ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს ECOMONDO-ს საერთაშორისო პლატფორმით — გაეცნოს ნარჩენებისა და რესურსების მართვის, გადამუშავების, წყლის, ბიოეკონომიკისა და სხვა მწვანე მიმართულებების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს, დაამყაროს მიზნობრივი B2B კავშირები და მოძებნოს ახალი ტექნოლოგიური და ბიზნეს პარტნიორები.

