საერთაშორისო პარტნიორები

e-Circular

მოლდოვა

პარტნიორის შესახებ

e-Circular მოლდოვაში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას აერთიანებს გარემოსდაცვით შესაბამისობასთან, პროფესიულ განათლებასთან, კვლევასა და ბიზნესის მხარდაჭერასთან. მისი საქმიანობა ორიენტირებულია კომპანიებისთვის პრაქტიკული ცირკულარული გადაწყვეტილებებისა და რესურსებისა და ნარჩენების ეფექტიანი მართვის მიდგომების განვითარებაზე.

CERMA-სა და e-Circular-ის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ღირებულებაა საქართველოსა და მოლდოვას გამოცდილების გაზიარება ევროკავშირთან დაახლოებისა და გარემოსდაცვით და ცირკულარული ეკონომიკის მოთხოვნებთან ბიზნესის ადაპტაციის პროცესში. თანამშრომლობა ქართულ ბიზნესს აძლევს წვდომას მოლდოვაში დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, პროფესიულ ცოდნასა და ინსტრუმენტებზე და ქმნის შესაძლებლობას ერთობლივი რეგიონული პროექტებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების განვითარებისთვის.

მოკლე ინფორმაცია

ქვეყანამოლდოვა

საქმიანობაცირკულარული ეკონომიკა, გარემოსდაცვითი შესაბამისობა, განათლება და ბიზნესის მხარდაჭერა

სხვა პარტნიორები